ლიკუნა კუჭუხიძე, რომელიც უმძიმეს ავარიას გადაურჩა, სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულის ისტორია გაიხსენა.
მძიმე ავარიის დროს მან მეუღლე დაკარგა, ამ ფაქტზე კი მაშინ მთელი საქართველო საუბრობდა:
„დავიბადე აბაშაში, ეს გარემო არის ჩემი. ცეკვაზე დავდიოდი, შემდეგ ჩემმა მეუღლემ დამავლო ხელი და გავთხოვდი. პირველად გავიცანი ბაჩო ცეკვაზე. მე ვიყავი 15 წლის, ბაჩო 16 წლის. ზედმეტად მოუსვენარი იყო ამის გამო მე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. შემდეგ ერთად მოგვიწია წყვილში ცეკვა, გამოვნახეთ საერთო ენა, გადავიდა მოწონებაში ეს ყველაფერი. ისე მოხდა რომ მოწონებაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა ეს გრძნობა. დავარქვით სახელი ამ გრძნობას.
მამას ვუმალავდი ამის შესახებ, თუმცა ოჯახის წევრებმა იცოდნენ. მამაჩემმა არ იცოდა, რადგან ასაკიც არ მქონდა იმის რომ მეთქვა შეყვარებული მყავდა. ბაჩოს ჰქონდა ნათქვამი - როგორც კი 18 წლის გახდები, მაშინვე ცოლად უნდა მოგიყვანოო. დამალვები აღარ შემიძლიაო, შეასრულა თავისი სიტყვა და გავიპარეთ“, - იხსენებს ლიკუნა კუჭუხიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მშვენიერი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ანუკი არეშიძე
⭕„ჩვენი ღიპუცა გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი სარდალაშვილის ორსული მეუღლე