Digest Logo

🎥 „როგორც კი დავხედე სახელს და გვარს, იმ წამს მივხვდი, რომ ის ჩემი გამჩენი იყო“ - როგორ იპოვა მშობლები თამუნა მუსერიძემ

1731785354
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა. ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.

ტელეწამყვანი გადაცემის „როგორ გადავრჩი“ სტუმარი იყო, სადაც მშობლების პოვნის ისტორია დეტალურად გაიხსენა:

„იმდენად უცნაურად მოხდა მშობლების პოვნა, რომ არ მჯეროდა. ერთ საღამოს მოულოდნელად, ანონიმურად ქალი მწერს, რომ ჩემს სოფელში იყო ადამიანი, რომელმაც 84 წლის სექტემბერში გააჩინა გოგონა, მაინც მოიძიე იქნებ შენ ხარ ამის შვილიო. 

როგორც კი დავხედე სახელს და გვარს, იმ წამს მივხვდი, რომ ის ჩემი გამჩენი იყო. 

წლების განმავლობაში მიგზავნიდნენ სხვადასხვა ქალების ფოტოებს, ისტორიებს, მაგრამ ვამბობდი ეს არ არის დედაჩემი. როგორც კი სახელს და გვარს დავხედე, მაშინვე ვთქვი, ეს არის დედაჩემი -მეთქი“, - თქვა თამუნა მუსერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყოფილმა სიძემ ჩემს დისშვილებთან ურთიერთობა აგვიკრძალა, ვხვდებოდი, რომ ჩემგან მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა და არა სიყვარული…“ - დიკა სალაყაია

🎥 „მიყვარხარ საქართველო“ - ანდრია ფუტკარაძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე

🎥 „ნინოს მამა ბატონ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე იყო და მისი შვილი, არასოდეს იქნება რუსეთუმე“ - ია ფარულავა ნინო ნადირაძეზე