
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი ინტერვიუს გიორგი გოჩოლეიშვილთან აქვეყნებს, სადაც მან კარიერასა და დანიაში ცხოვრებაზე ისაუბრა:
„დანიაში ცხოვრების გადაწყვეტილება მარტივად მოხდა. ბოლო პერიოდში კარგი სიტუაცია არ მქონდა. მე სხვისკენ არასდროს ვიშვერ ხელს. ალბათ ჩემი ბრალი იყო რაღაცები, მაგრამ რაც მთავარია წამოვედი. როგორც კი გამოჩნდა ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება. ვიცოდი რომ კარგი და საუკეთესო გუნდი იყო. სპორტულ დირექტორთან და მწვრთნელთან მქონდა კომუნიკაცია. ვისაუბრეთ და კარგი დიალოგი შედგა. ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა.
რა თქმა უნდა წინა გუნდიც საუკეთესო იყო და აქაც კარგია. თუმცა გამოვარჩევდი სათამაშო სტილს და ბევრი მგზავრობა გვიწევდა უკრაინაში წინა გუნდთან ერთად. ასევე უკრაინაში საომარი მოქმედებებია და როცა იქ გვიწევდა ცხოვრება სულ ვნერვიულობდი ჩემ ოჯახზე, ჩემი დაც იქ ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი“, - ჰყვება გიორგი გოჩოლეიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველგან და ყველაფერს რომ ანათებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕ რომის ახალი პაპის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან