ექიმი, პათოლოგ-ანატომი, მეცნიერების პოპულარიზატორი დეა ყოლბაია დედისა და შვილის ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობაზე, „ჭიპლარის გადაჭრის“ მნიშვნელობასა და ქალის თვითრეალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს გადაცემაში VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად. მისი თქმით, შვილის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დედა თავად იყოს ბედნიერი და სარეალიზაციო სივრცე გააჩნდეს.
როგორც დეა ყოლბაია განმარტავს, როდესაც შვილი იზრდება, დედამ ის დროულად უნდა „გაუშვას“, თუმცა ამას ხშირად ხელს უშლის „დაცარიელებული ბუდის“ შიში, რაც საბოლოოდ ჰიპერკონტროლში გადადის.
„როგორც კი შვილები, ქმარი, ადამიანი გახდება ქალის ძირითადი საქმე, ეს არის უბედურების მომტანი! აღმოჩნდა, რომ ის დედები, რომლებიც არიან წარმატებულები, შემდგარნი და ასე შემდეგ, ხშირად ოჯახში შვილების მიერ ბევრად უფრო დაფასებულები არიან, ვიდრე ის, რომელიც სულ დღე და ღამე სახლში ზის... ამ დროს ის გეწირება,“ - აღნიშნავს დეა ყოლბაია.
მისივე თქმით, ჯანმრთელი ტვინის განვითარებას სიყვარული სჭირდება, ხოლო იმისათვის, რომ ეს სიყვარული სწორად რეალიზდეს, დედა პირად თუ პროფესიულ ასპექტში რეალიზებული უნდა იყოს.
ვრცლად, ნახეთ სრული ეპიზოდი.