
მცენარე, რომელსაც ქალთა ბედნიერებას ეძახიან და მისი მოვლის წესები - საკითხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ყვავილების გალერეა „ანემონეს“ დამფუძნებელი ანი არველაძე საუბრობს.
მისი თქმით, „სპატიფიუმი“ არის მცენარე რომელსაც ქალთა ბედნიერებას ეძახიან. ანი არველაძე ამბობს, რომ აღნიშნულ მცენარეს არ უყვარს დიდი ქოთანი.
„ძირითადად ყვავილები არის იმპორტირებული და ისინი 5-6 თვე ინარჩუნებენ საკუთარ მინერალებს. მნიშვნელოვანია ქოთნის ზომის სწორად შერჩევა. გახვრეტილი უნდა იყოს ქოთანი თუ კი ზედმეტი წყალი მოგვივა გამოვიდეს. არსებობს „პენზის“ კენჭები, თუმცა ნებისმიერი კენჭები გამოგვადგება, ესეც წყლის მიმოქცევას უწყობს ხელს“, - ამბობს ანი არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ზალიკო ბერგერი სიკვდილს გადაურჩა – „ცალი ფეხით იქით ვიყავი…“
⭕+ 23 გრადუსი - როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები საქართველოში
⭕„წელს მის გარეშე მოვა „დარაბებს მიღმა გაზაფხული” - რეჟისორი მიშა ბუკია გარდაიცვალა