Digest Logo

🎥 რომელ საგალობელს უსმენდა ილია მეორე ბოლო დროს - რას იხსენებს პატრიარქის მგალობელი

1773938591
ნინო არჩვაძე

დავიღალე მოდი ჩემთან უფალო - პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი დღეს სამებაში პირველად მის გარეშე შესრულდება.

ტაძრის მგალობლები ილია მეორეს  ემშვიდობებიან. ადამიანები, ვინც საქართველოს პატრიარქის გვერდით ლამის ნახევარი ცხოვრება გაატარეს, ამბობენ, რომ  ბოლო წლებში უწმინდესი ყველაზე ხშირად სწორედ ამ საგალობელს უსმენდა-დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო.

„რამდენი წელიც ვიყავით სიონში, პირველი წირვა-ლოცვა რომ დავიწყეთ და მერე რომ წამოვედი, სხვა ტაძრებშიც ხომ მოდიოდა, სადაც გადავედი, პატარა სამებაში, ისეთი მზერა ჰქონდა, რომ დაგვინახავდა ძველებს ასე გადმოგვხედავდა, მზერით გვეუბნებოდა - გიცნობთ.

ისეთი მტკივნეულია ჩვენთვის, რეპეტიციებსაც რომ ვატარებდით, ძველი საპატრიარქო, რომ იყო გვეფერებოდა.

პატრიარქის კურთხევით დაიწყო ჩვენი ეპოქა და აი იცი როგორი შეგრძნება მაქვს, რომ დამთავრდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, არ დამთავრდა, მაგრამ ეგეთი შეგრძნება, საშინელი შეგრძნება მაქვს. ასე მგონია დატირებასაც რაღაცა სხვა ის ექნება. საშინელი შეგრძნებაა არც მინდა, რომ ვთქვა. ბოლოს უკვე „დავიღალეზე“ იყო მთლიანად გადასული“, -  ამბობს პატრიარქის მგალობელი ნინო არჩვაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

⭕„სრულდება ფინანსური ვალდებულებების, ენერგეტიკული ვალებისა და ღრმა ფსიქოლოგიური შიშების ფაზა...“ - რამაზ გიგაური 19 მარტის ახალმთვარეობაზე

⭕ „საფლავი არის მიწის კარი, მაგრამ სულისთვის - ცის დასაწყისი....“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე