Digest Logo

🎥 რომელმა წყვილმა დატოვა მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ - მეშვიდე ეპიზოდი შედგა

1770668930
„ცეკვავენ ვარსკვლავები

მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის მეშვიდე ეპიზოდი შედგა.

დღევანდელ ტურში ექვსმა წყვილმა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ცეკვები წარმოადგინეს. მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით კი ნახევარფინალში ვერ გადავიდა ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, შესაბამისად, მათ პროექტი დატოვეს. აღსანიშნავია, რომ მათ დღევანდელ გამოსვლაში ჟიურისგან ყველაზე მაღალი ქულა ჰქონდათ მინიჭებული.

მომავალ ორშაბათს მაყურებლის წინაშე 5 საკონკურსო წყვილი წარდგება.

XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსის დასაწყისში სულ 11 წყვილი მონაწილეობდა: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ შეიძლება რამე სასაცილო ამბავს ელოდით...მაგრამ აი, ეს არის სოფელი“ - გიორგი კეკელიძე

⭕„სიყვარული და ურთიერთობები ააგეთ ნდობაზე...“ - როგორ გამოვლინდება სატურნის ტრანზიტი ვერძში: ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

🎥 „სად იმალება შენი ფინანსური კეთილდღეობა: მთავარია, ენდო ინტუიციას...“ - თაკო მელიქიშვილი