Digest Logo

🎥 „როცა ჩემ თავთან მარტო ვარ, ერთი ჩვეულებრივი შვილმკვდარი ქალი ვარ... ჯანმრთელობის პრობლემები ნუცას შემდეგ არ შემქმნია და როცა „რუსთავი 2“ დავკარგე ენდოკრინული პრობლემები დამემართა“ - მაია ასათიანის ინტერვიუ

1763493290
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი გადაცემის „მარტოობის 15 წუთი“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების ტრაგედიაზე, დეპრესიასა და ტელევიზიიდან წასვლაზე ისაუბრა. 

18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.

როგორც მაია ასათიანი ამბობს, ტრაგედიის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა და ინტროვერტი გახდა:

„როცა ჩემ თავთან მარტო ვარ, შვილმკვდარი ქალი ვარ, რეალური, სიშავით, რაც ამ ყველაფერს ახლავს. მე უბრალოდ არ მინდოდა, ეს გარეთ გამომეტანა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, თუმცა როცა მარტო ვარ - ერთი ჩვეულებრივი შვილმკვდარი ქალი ვარ. 

ბოლო წლებია შევამჩნიე, რომ ინტროვერტი გავხდი. როცა პროფილს ვაკეთებდი, უამრავ უცნობ ადამიანთან მიწევდა შეხება და ამას ინტროვერტი ვერ გააკეთებს. სავარაუდოდ, ნუცას გარდაცვალება და ჩემი პროფესიული აქტივობა ერთმანეთს გადაეჭდო და ინტროვერტი გავხდი. ძალიან ვიღლები ბევრ ადამიანთან ურთიერთობით, მღლის პრეზენტაციები. 

იმ მდგომარეობიდან გადარჩენა მარტო შეუძლებელია. ძალიან დამეხმარა დედა, პატარა ბავშვივით მივლიდა. 10 დღეში სამსახურში გავედი, მუშაობა არ შემეძლო, იმ ადგილას მივედი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ნუცას მერე, მართლა, შვილივით მიყვარდა ის გარემო, სადაც ვმუშაობდი. იქიდან წამოსვლამ ალბათ იმიტომ დამარტყა ასე.  დეპრესიად დამიჯდა. ჯანმრთელობის პრობლემები ნუცას შემდეგ არ შემქმნია და როცა „რუსთავი 2“ დავკარგე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ენდოკრინული პრობლემები დამემართა, რაც ძლიერი მაქვს ეს ფსიქიკაა.

თავიდან ძალიან სასიამოვნო იყო, უამრავი დრო მქონდა და რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი. შავი ღრუბელი მერე მოდის და ხვდები, რომ წასასვლელი არ გაქვს. ტელევიზიამ გადამარჩინა ნუცას სიკვდილის შემდეგ. სულ ვეუბნები შვილმკვდარ დედებს, მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი, თუ სამსახური არ გაქვს, მოიგონეთ საქმე, კარადა დაალაგეთ, ფიზიკურად დაიღალეთ, რომ იოლად გადალახო. ისე გაიარა რაღაც პერიოდმა, რომ ვერც მივხვდი და როცა სახლში დავჯექი, მაშინ დაბრუნდა ეს ყველაფერი, რაც მაშინ არ გამოვიტირე.

ეს გზა გასავლელი იყო. ადრე არ ვტიროდი, მაქსიმალურად ვბლოკავდი, რომ ცუდად არ გავმხდარიყავი. ახლა ტირილის შემდეგ შვებას ვგრძნობ. ნუცაზე მხიარული ისტორიების გახსენებაც დავიწყე, როცა ნუცაზე საერთოდ არ ვსაუბრობდი“, - ამბობს მაია ასათიანი. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2 ზოდიაქოს ნიშანი, 2026 წელი და ფინანსური კეთილდღეობა“ - თაკო მელიქიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ჭამს ნერვულ დაბოლოებებს, მაგალითად: ადამიანი ვერ აიტანდა ფსორიაზი რომ სტკიოდეს... ბინადრობს იქ, სადაც არის ლიმფური კვანძები“ - სოკოს ნიშნები ადამიანის ორგანიზმში

„რომ არ მთავრდება ეს უბედური ამბები… კიდევ ერთი გამორჩეული ძმა გარდამეცვალა“ - ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს