
პოდკასტი სანდრიკასთან, მესამე ეპიზოდის სტუმარი მსახიობი, მომღერალი, წამყვანი, ფოტომოდელი - ნანკა გვარი იყო, რომელმაც მენტალური პრობლემებზე, სიყვარულზე, თვითდამკვიდრებაზე და მარტოობაზე ისაუბრა.
როგორც იგი აღნიშნავს, მთებში სიარული უყვარს და ეს განტვირთვაში და თერაპიაში ძალიან ეხმარება.
„მთებში კვირაში 3-ჯერ მაინც დავდივარ, რადგან ეს ძალიან მეხმარება თერაპიაში.
მე კლუბში საერთოდ არ დავდივარ, ბარებშიც იშვიათად, ხელოვნურად ვიქმნი თავგადასავალს, რომელიც შეიძლება ადამიანებს აკლიათ. თუ მე ხათაბალში არ გავეხვიე ვფიქრობ, რომ ეს გასვლა არ ვარგოდა.
მთელი ცხოვრების მანძილზე გარკვეულ პერიოდებში ვებრძვი სერიოზულ მენტალურ პრობლემებს ჩემ თავში, რადგან ვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი, სულ ვებრძოდი საკუთარ თავს.
ბევრჯერ ვყოფილვარ საკუთარი თავის მტერიც. დავდიოდი ფსიქოლოგებთან და ვიღებდი მედიკამენტებსაც.
ბავშვობაში ვიყავი სერიოზული ბულინგის მსხვერპლი და მადლობა მინდა გადავუხადო მაგათ, რადგან ძალიან გამაძლიერეს.
შემდეგ იყო პირად ურთიერთობებში პრობლემები - მქონდა მიტოვებულად ყოფნის შიში, და მე მივდიოდი პირველად.
შენ თავს აუცილებლად უნდა აცადო, რომ იყო ცუდად და არ უნდა გაექცე. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ასეთი პერიოდი - როცა იცი სინამდვილეში როგორია ცუდად ყოფნა, მერე კარგად ყოფნას ძალიან აფასებ.
წერა და დღიური არის ძალიან კარგი, წლების განმავლობაში ვწერდი რომ ბედნიერი ვარ, ვწერდი რომ მქონდა ჩემი ოცნების მანქანა და ახლა ბედნიერიც ვარ და მანქანაც მაქვს“, - ამბობს ნანკა გვარი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ტკბილი ბიჭი, როგორი გრძნობით მღერის“ - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?