![აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია](https://digest.ge/uploads/files/2025/02/11/65120/achiko-sologhashvili-da-tika-fatsatsia_w_h.jpeg)
მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილის და მომღერლის თიკა ფაცაციას, ტანდემი ეკრანზე უკვე 17 წელს ითვლის. თავიდან ისინი სიმღერამ და კონკურსებში მონაწილეობამ დააახლოვა, შემდეგ კი არაერთი მუსიკალური შოუს თანაწამყვანები გახდნენ.
დღეს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი მეგობრების შეძენის დღეა, „დილა მშვიდობისა საქართველო“ კი სოციალურ ქსელში გადაცემის წამყვანების ფოტოებს აქვეყნებს წარწერით:
„თიკას აჩიკოს მეგობრობა 26 წელს ითვლის.“
ეს სატელევიზიო წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათ მიმართ დადებით კომენტარებს არაოდეს იშურებენ.
„საუკეთესოები“,
„დაილოცოს თქვენი მეგობრობა“,
„ძალიან კარგები ხართ“,
„საუკეთესო სატელევიზიო წყვილი ხართ“,
„მიყვარს თქვენი მეგობრობა“, - წერენ კომენტარებში.
თიკა და აჩიკო ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობენ იმ თვისებაზე, რამაც ისინი ერთმანეთს დააახლოვა.
აჩიკო: თიკასთან ყველა თემაზე შემიძლია ლაპარაკი და, რაც მთავარია, არ მეშინია პაუზის, ანუ სიჩუმის. ცუდ ხასიათზე ვარ თუ არა, ხმის ამოღება მინდა თუ არა, ამ დროს თვალებით ვსაუბრობთ და ყველაფერი ლაგდება. ურთიერთობა, სადაც სიტყვები მნიშვნელობას კარგავს, ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია.
ცოტა უინტერესო რესპონდენტები ვართ, რადგან სულ ერთმანეთის ქებაში ვართ. სხვანაირად არ გამოდის, რადგან მაშინ უნდა მოვიტყუო. ერთად რომ კარგად ვართ, ეს ყოველთვის ჩანს და ეს მუხტი ამიტომაც არის გადამდები.
თიკა: მე მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ორივეს გვაქვს, ისაა, რომ სხვებს ჩვენი მათთან ყოფნით ბედნიერება მივანიჭოთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით, სამსახურში თუ სცენაზე. ერთმანეთზე დადებით ზემოქმედებას ვახდენთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 კანიე უესტი წიგნის დაწერას აპირებს - რეპერი ნამუშევარს მეუღლეს მიუძღვნის