Digest Logo

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზამთარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

1762330064
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ქვემოთ ჩამოთვლილი 3 ნიშნის წარმომადგენლებს 2025 წლის ზამთარში მნიშვნელოვანი ცვლილებები და საინტერესო ეტაპი ელოდება:

ტყუპები

2025 წლის ზამთარი თქვენს ისტორიაში გადამწყვეტ თავს აღნიშნავს. სრულად გააცნობიერებთ, რა კომპრომისებზე წახვედით და საკუთარი თავის უგულებელყოფით რამდენ ხანს ცდილობდით ყველას საჭიროებების დაკმაყოფილებას... მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. ახლა მიღებული გადაწყვეტილება თქვენს შემდგომ წარმატებებსა და ცხოვრების სტილს განსაზღვრავს. მომატებულ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც კარიერულ ზრდაში, პირადი ურთიერთობების განვითარებაში, დიდი ხნის ნანატრი ოცნებების ასრულებასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

კურო

კუროებს, როგორც წესი, სტაბილურობა განსაკუთრებით უყვართ და კომფორტის ზონიდან გასვლაზე ხშირად უარს ამბობენ. 2025 წლის ზამთარი გაჩვენებთ, რომ დროა, წინ წახვიდეთ. არა იმიტომ, რომ ის, რაც ააშენეთ, არასწორია, არამედ იმიტომ, რომ სიახლეების დროა. ის, რაც ოდესღაც უსაფრთხოდ გეჩვენებოდათ, ახლა შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ და სადღაც გულის სიღრმეში, თქვენ უკვე იცით ეს სიმართლე... პლანეტა პლუტონი დაგეხმარებათ, რომ მოძველებულ იდეებს, ურთიერთობებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და დრო აუცილებელ ცვლილებებს დაუთმოთ.

მერწყული

მერწყულებისათვის 2025 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო. ბევრი თქვენგანი, ალბათ, გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეს ილუზიების მსხვრევისა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდი იყო. ზამთრის დადგომასთან ერთად კი, გაქვთ შანსი, საკუთარი თავი სრულად გამოხატოთ, აიღოთ განსხვავებული პასუხისმგებლობები, დაგეგმოთ მოგზაურობა და მიიღოთ ახალი საქმიანი შეთავაზებებიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პერიოდში შინაგან ტრანსფორმაციას განიცდით. მოგიწევთ, საკუთარ შიშებს, სურვილებს, ოცნებებს გულწრფელად შეხედოთ, გადააფასოთ ურთიერთობები და განსხვავებული პრიორიტეტებით გააგრძელოთ ცხოვრება.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„თუ დღეს რაიმე კრიზისი ან დაძაბულობა წარმოიშობა - მშვიდად მიიღე“ - თაკო მელიქიშვილი 5 ნოემბრის ენერგიებზე

5 გზა, რომელიც შენს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს - „ამ დროს სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, კუნთებიც ძლიერდება“

„ვუსამძიმრებთ მრევლს და ახლობლებს, შევთხოვთ უფალს დაამკვიდროს მისი უკვდავი სული“ - ლევან გაბეჩავა სერაფიმე ჯოჯუაზე

წყარო: www.beaumonde.ge