ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სტუმრად „მადის აღმძვრელ პოდკასტში“ იმყოფებოდა.
მან პირად ცხოვრებასა და საკუთარ შეხედულებებზე საჯაროდ ისაუბრა. გარდა ამისა, მოდელმა ყოფილ დედამთილზე და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
„ძალიან მეცოდება ის ჩემი თავიც და ბიჭიც, მისი დედაც. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, შესაბამისად, როცა სულიერად მაღლდები აღარ გინდა ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო, უბრალოდ ერთადერთი რაც გინდა, არის რომ შენი თავი გაიძლიერო. მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. შენს ოჯახს და თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ?
შევუნდე.
არ გვაქვს უფლება ადამიანებს არ ვაპატიოთ, შეუნდოს ღმერთმა.
დედამისის გამო იყო ოჯახური კონფლიქტი, სულ! ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით და ორივე კარგად დამუშავებული ვყავდით. ორივე აგვრია, ფსიქიკურად ორივე შეგვარყია, მენტალურად ორივე ვიყავით გულუბრყვილო ბავშვები.
ახლა ასეთ ადამიანს სხვანაირად შევხედავდი, მარტივად, მაშინ კი ამის ძალა არ მქონდა“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=p5v4l0K6zuk

ასევე დაგაინტერესებთ: