Digest Logo

🎥 „როცა ვგულშემატკივრობდი ნაკრებს, ვფიქრობდი, ნეტავ, მე როდის ვითამაშებ-მეთქი“ - ფეხბურთელები ნაკრებში გამოძახების ემოციაზე

1679987201
ზურიკო დავითაშვილი ნაკრების ფეხბურთელი

„გამარჯვება გვიხარია ჩვენი, გამარჯვება სხვა არაფერი!“ „ტრადიცია, ღირსება და ძალა თბილისის და ჩვენი სიამაყე...“ - ეს ამონარიდია „დინამოს“ ფან-კლუბის „გლადიატორების“ სიმღერიდან. დღეს სწორედ დიდი შემართება და ბრძოლა გვიწევს. დღეს დიდი დღეა! დიდი! დღეს ქართული ეროვნული ნაკრები ბათუმში ნორვეგიას ეთამაშება. ეს მატჩი ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ისინი მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი „საქართველოს ბანკი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში გამოძახების პირველ ემოციაზე საუბრობენ.

🎥 „წაგებას ვგმობ! თუ მოედანზე ვარ და ვაგებ, აგრესიული ვხდები და ვცდილობ თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალო...“ - ხვიჩა კვარაცხელია