Digest Logo

„არაპოპულარულ რამეს დავწერ... ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ“ - რას წერს ირაკლი აბსანძე

1679811111
ანანია გაჩეჩილაძე და შალვა რამიშვილი

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორსა და ქართული ოცნების პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს. ჩანაწერი, რომელიც რამიშვილისა და კასტინგზე მისული გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, ხოლო გაჩეჩილაძემ მისი ავთენტურობა დაადასტურა. შეხვედრა 2018 წელს შედგა.

👉„თქვენთან სექსი არ მინდა“ - შაბათის ფორმულამ რამიშვილთან მორიგი ქალის ჩანაწერი მოიპოვა

სოციალურ ქსელში ირაკლი აბსანძე სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ თემას ეხმაურება, მისი თქმით ის ამ ჩანაწერში სექსუალური შევიწროებას ვერ ხედავს.

„არაპოპულარულ რამეს დავწერ.

შალვა რამიშვილთან პრე-ინტერვიუზე საკუთარი ნებით მისული ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, რამიშვილის აქამდე გამომზიურებულ ყველა სიგოიმეს ადასტურებს, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ.

პრეზერვატივების პროვოკაციულად კრეატიულ ბიზნესს თუ აფუძნებ და ამ სტატუსით შალვა რამიშვილის ტელეშოუში აპირებ მისვლას, "დირთი თოქინგისთვისაც" უნდა იყო მზად.

წარმატებული ჟურნალისტური გამოძიება იქნებოდა, თუ შალვას მოქმედი კოლეგა პირმშვენიერი სექს-მონები ალაპარაკდებოდნენ, მაგალითად“ - წერს ირაკლი აბსანძე.

 

ცნობისთვის, სექსუალურ შევიწროებაში შალვა რამიშვილს, ბოლო 1 კვირაა რამდენიმე ქალმა ბრალი დასდო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„პორნოს უყურებო? იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში... 10 ლარი მომცა ტაქსით წადიო...“ - მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე

🎥 შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - „არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს“

🎥 „ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით, რომ არ შემავიწროვოსო“ - ნათია ბერიძე სამხარაძეზე