Digest Logo

„რწმენა და იმედი...“ - წელს „წაჩხურობა“ 20 აპრილს აღინიშნება

1680858375
წაჩხურობა - მარტვილი

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.

🔵 „ბებიას მიაჩნდა რომ ასეთ დღეებში არ შეიძლებოდა კერვა, თმის შეჭრა, მიწის დამუშავება...“ - ია ნანეიშვილი

წელს, წაჩხურობა 20 აპრილს აღინიშნება.

🔵 „შეგიძლია, შენი ხელთათმანი მომცე? მინდა, შენნაირი მეკარე გამოვიდე“ - პატარა ფანის თხოვნა მამარდაშვილს

დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია.

წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ.

მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში.

წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ხარება დღეს სიკეთის კეთებაში და ლოცვაში უნდა ვიყოთ“ - მიხეილ ცაგარელი

🔵 „შეგიძლია, შენი ხელთათმანი მომცე? მინდა, შენნაირი მეკარე გამოვიდე“ - პატარა ფანის თხოვნა მამარდაშვილს

🔵 ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ - „ცოლ-ქმარმა ინსტაგრამზე ერთმანეთის ყველა ფოტო წაშალა“