Digest Logo

„ბებიას მიაჩნდა რომ ასეთ დღეებში არ შეიძლებოდა კერვა, თმის შეჭრა, მიწის დამუშავება...“ - ია ნანეიშვილი

1680849220
ტაძარი - მრევლი

დღეს, 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება პოეტ ია ნანეიშვილის ჩანაწერი, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებულ ხალხურ ტრადიციაზე მოუთხრობს მკითხველს.

🔵 „ხარება დღეს სიკეთის კეთებაში და ლოცვაში უნდა ვიყოთ“ - მიხეილ ცაგარელი

„ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას!!!

ბებიაჩემი ჭკვიანი ქალი იყო. ზეპირად იცოდა საუფლო დღესასწაულები, მათი მნიშვნელობა. არავის გვაძლევდა მათი დარღვევის უფლებას...

ბებიას მიაჩნდა რომ ასეთ დღეებში არ შეიძლებოდა, კერვა, თმის შეჭრა, მიწის დამუშავება... რადგან ეს იყო უფლის დღე და პატივი უნდა მიგვეგო მისთვის. მახსოვს როგორ გვიყვებოდა მე და ჩემს ძმას ყოველ ხარება დღეს, ხარების დღესასწაულის „სასწაულზე“... თურმე ამ დღეს ერთ მეგრელ ქალბატონს, რომელიც ყოფილა გვარად ხარებავა არ გაუთვალისწინებია მეზობლის რჩევა და კერვა დაუწყია სიმღერით „სი ხარება, მა ხარება, სქან მუნულას გახარება“-ო... ეს თქვა თუ არა, მაშინვე ქვად გადაიქცაო. ყოველი წლის ხარების დღეს, ეს ქვა ირწევა თურმე და ცრემლი ჩამოსდის...

არ ვიცი ეს სინამდვილეა თუ ლეგენდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უფლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია...
ღმერთმა მოგვცეს სიხარული...

ხარების ძალა და მადლი შეგვეწიოს!!!“ - ია ნანეიშვილი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს - „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ...“ - ლალი მოროშკინა

🔵6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ