Digest Logo

„რთული წელი იყო, თუმცა ბევრი რამ ვისწავლეთ“ - ალექსანდრე თოფურია

1795182922
ალექსანდრე თოფურია

ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან ბრძოლის წინ Marca-ს ესაუბრა და არაერთ საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

შეგხსენებთ, რომ ქართველი და მექსიკელი მებრძოლების ჩხუბი შედგება 21 ნოემბერს, ჩვენი დროით 19:00 საათიდან, უკანასკნელ პრელიმ ჩხუბში.

„ბრძოლისთვის მზად ვარ. ახლა გამარჯვების ძალიან დიდი შიმშილი მაქვს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ეს წელი იყო სწავლის პერიოდი - ბევრი რამ მოხდა, მათ შორის საკმაოდ მძიმე მოვლენებიც, მაგრამ ამ ყველაფრიდან დასკვნებიც გამოვიტანეთ.

შემიძლია ვთქვა: ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო.

ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც გეგმავ, თუმცა მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველთვის უნდა ეცადო, დადებითი მხარე დაინახო. როცა ყველა იმ რთულ მომენტს გადალახავ და ყველაფერი დასრულდება, უკან იხედები და საკუთარ თავს ეუბნები: „მიუხედავად იმისა, რაც ცუდი მოხდა, ამავდროულად, კარგი რამეც მოხდა“.

ასე რომ, ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად გვაქვს. მინდოდა ორი ბრძოლის ჩატარება, როგორც მგონი უკვე გითხარით. წელიწადში ორი ჩხუბი ჩემთვის იდეალურია, სამი კი კიდევ უკეთესი სცენარი იქნებოდა, მაგრამ მოვლენები ასე განვითარდა და ეს არის რეალობა, რომელსაც ვიღებთ. ფაქტია, ასე მოხდა.

არ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. 100 პროცენტით კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც წინ მელოდება. ამიტომ თავს კარგად ვგრძნობ და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ახლა განვიცდი.არ ვაძლევ უფლებას იმაზე ფიქრს, ვინ უკეთეს მდგომარეობაშია და ვინ უარესში, მე თუ ლუნა.

ჩემზე გავლენას ეს არ ახდენს. არავის ვუყურებ ზემოდან, რადგან თავადაც ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში. არც ვინმეს ვაკნინებ, რადგან ვიცი, სად მინდა მივიდე. ამიტომ ვცდილობ, რეალობის შეგრძნება არ დავკარგო და ასეთ საკითხებზე არ გავამახვილო ყურადღება, რადგან ეს ჩემს ენერგიას ფანტავს.

სხვა მიდგომა მაქვს. ჩემ წინაშე უბრალოდ კიდევ ერთი მეტოქეა, ვინც უნდა დავამარცხო, მორჩა. არ მაინტერესებს, ჩემზე წინ არის თუ უკან. ეს სხვების საქმეა, იფიქრონ, გამოთვალონ, ვინ რას იმსახურებს, ვინ ვისზე მაღლა დგას, მე მხოლოდ ჩხუბზე ვარ კონცენტრირებული, სხვას არაფერს ვაქცევ ყურადღებას.

ბრძოლის მიმდინარეობა? კონტროლი უნდა მოვიპოვო და ამას აუცილებლად გავაკეთებ. არ ვაპირებ, ვინმეს თამაშს ავყვე. თუ საჭირო გახდება, რომ ოქტაგონის ცენტრში დავდგეთ, რადგან ვიღაცას საკუთარი ბრძოლის წარმართვა არ სურს, კარგი, მაშინ ასეც მოვიქცევით“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

წყარო: lagazzetta.ge

✕