Digest Logo

🎥 „რუსეთი ახლა რომ დაიშალოს, რა დაემართება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს? რელიგიური ომის ალი აინთება, ამის შესახებ თუ უფიქრია ვინმეს?“ - ედიშერ გვენეტაძე

1715855054
 ედიშერ გვენეტაძე

ისტორიკოსი და ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გადაცემის „სტუდია სოლიდარობა“ სტუმარი იყო, სადაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საჯაროდ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა იმპერიის დაშლა სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს კავკასიის რესპუბლიკებს.

„განათლების სისტემაში არის სისტემური მიდგომა საჭირო. არ შეიძლება ასე ცხოვრების გაგრძელება, არ შეიძლება ყველას მიშვება ბავშვებთან, არ შეიძლება ყველას ახალგაზრდებთან მიშვება, არ შეიძლება იმ შარლატანების ლექციებზე შეშვება, რომლებიც უპირველესყოვლისა ლაპარაკობენ - რუსეთი დაიშლებაო. 

რუსეთი არის ოკუპანტი, ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% და როდის მოხდება ამის დეოკუპაცია ერთი სული მაქვს, მაგრამ მეორე არის ის, რომ რუსეთი ახლა რომ დაიშალოს, რა დაემართება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს? სად წავლენ? რა მოხდება ამ რეგიონში? რელიგიური ომის ალი აინთება, ამის შესახებ თუ უფიქრია ვინმეს? ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს და გვქონდეს დამოუკიდებელი აზროვნება, ამას სჭირდება ქვეყანაზე ორიენტირებული აზროვნება და არა ის, რას იტყვის საფრანგეთის ელჩი, ინდოეთის, გერმანიის და ა.შ. მთავარია არ შევრცხვეთ ჩვენი წინაპრების წინაშე“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

@solidarityforpeace ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე #media #mediaset #mediaplatforms #socialmedia #government #governmentnews #governmentjob #political #politalnews #politicaljob #tiktok #georgia #georgiantiktok #solidarity #solidarityforpeace #foryou #foryourpage #fypp ♬ original sound - solidarityforpeace

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვთხოვ მშობლებს ბავშვები ქუჩაში არ გაუშვათ, მათზე ატარებენ ექსპერიმენტს, იყენებენ საზარბაზნე ხორცად“ - რას ამბობს მიხეილ ჟღენტი

„ქართველი არასდროს ებრძოდა სხვათა სარწმუნოებას, ჯვარცმული იყო ქრისტიანობისთვის! ქრისტეს ჯვარი და საქართველო განუყრელი ცნებებია“ - სიმონ მასხარაშვილი

🎥 „დავუშვათ, დაგვბომბა რუსეთმა, ვინ აპირებს ომში წასვლას? თუ გგონიათ, რომ იქაც „რობოკოპები“ იქნებიან?“ - ბლოგერის ემოციური ვიდეომიმართვა