ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსა და ქრისტიანობას შორის არსებულ საუკუნოვან კავშირზე წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ისტორიულად ქართველი გამორჩეული იყო სხვა ერთაგან იმითაც, რომ ის არასდროს ებრძოდა სხვათა სარწმუნოებას. ქართველი ყოველთვის თავის რწმენას იცავდა. ქართველი არ იყო მტერი მაზდეანობისა და ისლამისა, ქართველი ჯვარცმული იყო ქრისტიანობისთვის! ამას გრძნობდნენ და ხედავდნენ კავკასიელი არაქრისტიანებიც და ხშირად თავსაც სწირავდნენ ქრისტიანული საქართველოსთვის.
მაგალითად, 1617 წელს ყარსელი ებრაელები ყიზილბაშთა არმიას შეერკინენ კახეთის დედოფლის გადასარჩენად და ქართველებთან ერთად გაიმარჯვეს! ასპინძის ბრძოლაში ერეკლესთან ერთად საქართველოსთვის თავს სწირავდა მაჰმადიანი ხუდია ბორჩალოელი მუსულმანთა რაზმთან ერთად!
1795 წელს ჟინალთან ბრძოლაში სამას არაგველ ხევსურთან ერთად იბრძოდა ათასამდე ქვემოქართლელი მაჰმადიანი და მათ ერთად ამოწყვიტეს აღა მაჰმად ხანის 6 ათასი მხედარი! ის ყარსელი ებრაელებიც, ბორჩალოელნიც და საქართველოს მცველი სხვა არაქრისტიანნიც ქართველნი იყვნენ, რომელთაც მიუხედავად არაქრისტიანობისა სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ ქრისტიანობისთვის ჯვარცმული საქართველო!
ქრისტეს ჯვარი და საქართველო განუყრელი ცნებებია!“, - წერს სიმონ მასხარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: