Digest Logo

რუსთავში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა - „სასწრაფოს გმირი ექიმები ხართ!“

1752752288
მედიკოსები რუსთავიდან

რუსთავის რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურის მე-4 ბრიგადამ კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა - ამჯერად მედიკოსებმა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ორსული ქალი სასწრაფო დახმარების ავტომობილში ამშობიარეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

როგორც პოსტშია აღნიშნული, ბრიგადას მეზობელ რაიონში მოუწია გასვლა, სადაც მათ ორსული ქალი მუცლის მოვლითი ტკივილებით დახვდათ. პარამედიკოსმა ანა კაპანაძემ პაციენტის მდგომარეობა მყისიერად შეაფასა და გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია. თუმცა ტრანსპორტირების დროს ტკივილებმა იმატა და ქალს მშობიარობა დაეწყო, რის გამოც მანქანის გაჩერება გახდა საჭირო.

„საჭიროებიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ზოგჯერ მეზობელ ფილიალებსაც ეხმარებიან.

რუსთავის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადას გამოძახებაზე გასვლა მეზობელ რაიონში მოუწია.

გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა.

ადგილზე მისულ ბრიგადას ორსული ქალბატონი მუცლის მოვლითი ტკივილებით დახვდა.

პარამედიკოსი ანა კაპანაძის გადმოცემით, მან მყისიერად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და სწრაფად შეათანხმა ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში მუცლის ტკივილმა იმატა და დაეწყო მშობიარობა, რის გამოც საჭირო გახდა მანქანის შეჩერება და ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დამსახურებით დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც მაშინვე იტირა.

აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ბრიგადის წევრებისთვის ეს მანქანაში მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლდათ.

დედაც და ახალშობილიც სტაბილური მდგომარეობით რუსთავის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი.

#გვეამაყება

პარამედიკოსი - ანა კაპანაძე

ექთანი - მეგი სიბაშვილი

მძღოლი - შალვა ღონღაძე

#შენისიცოცხლისგადასარჩენად", - აღნიშნულია Facebook-პოსტში