
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში იყო სტუმრად, სადაც სააღდგომო ტრადიციებსა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა:
„არაჩვეულებრივი დღეა, ისინიც კი ვინც არ არიან მორწმუნეები, მაინც აღნიშნავენ ამ დღეს და პირჯვარს იწერენ. ჩემ ბავშვობაში იყო არაჩვეულებრივი ის, რომ ჩემი ბებია და დედა კარგად აღნიშნავდნენ ამ დღეს. ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა ჯერ პირჯვარი გადაიწერა და თქვა - ღმერთო შენ უშველე ამ ქვეყანასო. ზოგადად ზომიერება არის ძალიან კარგი. ფანატიზმი არ მიყვარს. სააღდგომო სამზადისი იმდენად კარგი და ლამაზი რიტუალია, ბავშვობიდან ასე მახსოვს. აუცილებელია იმდენი კვერცხი შეღებო, რამდენსაც გასცემ. ასე ამბობდა ბებიაც და ასე ვაკეთებ მეც“, - აღნიშნა ასმათ ტყაბლაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე მგავს, კორეელის არაფერი ეტყობა ჯერჯერობით და ყველა შოკშია“ - სოფია კვინიკაძე
⭕ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში“ დაბრუნდა – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი