Digest Logo

„სააკაშვილს სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი...“ - ნინო ნადირაძე

1675420024
ნინო ნადირაძე სოფო და მიშა

„ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იმყოფება და ჩვენებას აძლევს.

👉„დამაბრალეს რომ მამამთილის საყვარელი ვიყავი და ამის შემდეგ გავიცანი გუგა, მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მოდიოდნენ“ - ნინო ნადირაძე  

როგორც ის ამბობს, სააკაშვილმა ახალ წელს საცივიც მიირთვა და „ოლივიეც".

ექსპრეზიდენტის ადვოკატის ზურაბ ვანიშვილის კითხვაზე, თუ რომელ ახალ წელს გულისხმობს ნადირაძე, მე -12 დაწესებულებაში როდესაც გაატარა, 2022 რომ დგებოდა, თუ 2023 წელს კლინიკა ვივამედში, ის შემდეგნაირად პასუხობს.

„ვივამედზე“ მაქვს საუბარი, როდესაც ის ჩემს ექიმს, ექთანს გაუმასპინძლდა, საცივი ჰქონდა მას, რომელიც სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა, ინფორმაცია ამის შესახებ სოფოსგან მაქვს, რომელიც შემიძლია დაგიდასტუროთ. ასევე მგონი ოლივიე თუ არ ვიტყუები. გამახარა ჩემმა პერსონალმა, რომ ერთად შეხვდნენ ახალ წელს და ერთად მიირთვეს საკვებიც. ასევე მამაოს შეჰქონდა ხოლმე ღვინო.  ის რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის.

მისი ფსიქო ემოციური ფონი არის დამძიმებული, მან იცის რომ ის კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება და, შესაბამისად, საკუთარ თავს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - ამბობს ნინო ნადირაძე.

ასევე  დაგაინტერესებთ 👇

🔘🎥 „ქორწილებში ცეკვა რომ უნდათ და თავიდან ვერ ბედავენ“ - ზურას და თაკოს დილის კინტაური

🔘„ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან… შენი თავის იმედი უნდა გქონდეს. კონკურსი არის პაექრობა და ბრძოლა წესების გარეშეც…“ - კახი მამულაშვილი ირუ ხეჩანოვს მიმართავს

🔘„ჩემი ოფლით და შრომით ვიყიდე“ - რა მანქანა ჰყავს თათა გიორგობიანს