Digest Logo

„დამაბრალეს რომ მამამთილის საყვარელი ვიყავი და ამის შემდეგ გავიცანი გუგა, მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მოდიოდნენ“ - ნინო ნადირაძე

1675417752
ნადირაძე ნინო

„დამაბრალეს მამამთილის საყვარელი ვიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიცანი გუგა, მყავს ძალიან პატივსაცემი ოჯახი და მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მიდიოდნენ“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, ყველას თანამშრომელს აუხსნა, რომ დიდი წნეხის ქვეშ მოუწევდა მუშაობდა.

ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მის მიმართ ყველანაირ ზეწოლაზე მიდიოდნენ და ამის შესახებ მედიაგამოცემებიც წერდნენ.

„დიაზეპამი არ არის ხანგრძლივი მოხმარების პრეპარატი. ის მხოლოდ მწვავე სიტუაციებში გამოიყენება ინტრამუსკულარული სახით. ეს იყო ჩემი ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში. სხვა შემთხვევაში პირველი წამიდან, როდესაც პაციენტი შემოვიდა, დავიბარე ყველა თანამშრომელი და ავუხსენი, რომ მათ მოუწევდათ დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა.

განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი „სტაფის“ შერჩევა, ძალიან ეშინოდათ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩენა. იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. ხომ კარგად გესმით? როდესაც 24 საათი მიკროფონით გდარაჯობს ჟურნალისტი, 24 საათი ვიღაცა გწყევლის... ყველაზე სამარცხვინო რაც იყო, 19 წლის ასაკში დამაბრალეს მამამთილის საყვარელი ვიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიცანი გუგა.

ეს ძალიან რესპექტაბელურ გამოცემებშიც დაწერეს, რაც ჩემთვის არის წარმოუდგენელი. მე მყავს ძალიან პატივსაცემი ოჯახი და მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მიდიოდნენ.  მაშინ მგონი საძაგლიშვილი იყო, ჭკუა დავკარგე და ავუვარდი მას. მან მკვეთრად იუარა და თქვა, „რა ვქნათ, ჩვენს მომხრეებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“. ჩემს პროფესიას ეწირება ჩემი ოჯახის სიმშვიდე, ჩემს პიროვნულ გადარჩენას, ჩემს სიმშვიდეს არ შევწირავ სხვა ადამიანების პროფესიულ ღირსებას, სხვა ადამიანის ოჯახურ სიმშვიდეს, სხვის ხარჯზე მე არასოდეს გავაკეთებ ჩემი თავის სასარგებლოდ რაღაცა ქმედებებს“, - აცხადებს ნინო ნადირაძე. 

ასევე  დაგაინტერესებთ👇

🔵„უთხრა, რომ მას ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული. ბავშვი მშობელთან, რომელიც ეზოში ელოდებოდა, ატირებული გაიქცა“ - რას წერს ნინო მეტრეველი

🔵„ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ. ბრბოსთვის საჯიჯგნად გადაგდება იმ ხალხის, ვინც რაღაცას ქმნის...“ - ნათია ფანჯიკიძე გამყრელიძეზე

🔵„ჩემი კოლეგებიდან, სამეგობროდან ბევრმა დამტოვა და ამან მორალურად ძალიან გამტეხა” - რა სწყინდა ჯემალ ღაღანიძეს