მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 1994 წელს დაიწყო, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. კრისტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და „ინსტაგრამის“ გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.
კრისტი ყიფშიძე ამჯერად გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა.
1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს,“ - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარგალიტივით გოგო ხარ“ - ლიზი დარასელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
⭕„ერიდე ემოციურ გადაწყვეტილებებს“ - 26 ნოემბრის კოსმოსური მოვლენები და ასტროლოგიური პროგნოზი