გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 31-ე ტურის შეხვედრაში ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გუნდში ახლახან გადასული გოგლიჩიძე მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა და „უოტფორდელთა“ შორის საუკეთესო შეფასება (7,1 ქულა) მიიღო.
დიდი ხანი ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ 71-ე წუთზე „ფეიენოორდიდან“ დამატებულმა კანადელმა თავდამსხმელმა კაილი ლარინმა „საუთჰემპტონს“ პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.
„უოტფორდი“ 31 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-8 ადგილზეა
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ძმაო“ - ხვიჩა კვარაცხელია უმცროს ძმას იუბილეს ულოცავს
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე - მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„გაიქეცი ამ ქალებისგან თუ გინდა იცხოვრო მშვიდად...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი
წყარო: 1tv.ge