საბა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
ტრავმირებულ ირაკლი აზაროვს 18 წლის მარცხენა მცველი საბა ხარებაშვილი შეცვლის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვილი სანიოლმა დაადასტურა. ფეხბურთელი 21 წლამდე ნაკრების ნაცვლად ეროვნულ გუნდს შეუერთდება.
„ამის შესახებ [აზაროვის ტრავმა] გუშინ გავიგეთ. დღეს განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის, შენგელიას, ნარიმანიძის და გიორბელიძის დამატება, რომლებსაც ამ პოზიციაზე უთამაშიათ. თუმცა, საბოლოოდ, საბა ხარებაშვილი ჩაანაცვლებს მას“, - აღნიშნა სანიოლმა.