Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.
ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში შეხვედრის ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა და საბა ლაზიშვილი ამერიკელი მებრძოლის ახალ მეტოქედ წარადგინა.
თავდაპირველად ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ხალიჩაზე ქართველი სპორტსმენი გავა.
შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი მერაბ დვალიშვილთან ერთად აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ორივე ქართველი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ქართველმა სპორტსმენებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.
RAF-ის ტურნირი 14 ნოემბერს აბუ-დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება – ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილის მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს“ - ახალგაზრდა კაცი ავარიას ემსხვერპლა