Digest Logo

🎥 „რა მაგარი კაცი გყოლია!“ - ვრცელდება საბა ლაზიშვილის და მერაბ დვალიშვილის ციხიდან გათავისუფლების კადრები

1794587334
დვალიშვილი მერაბი

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან. RAF-მა პირველი კადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი გიგა ჭიკაძე შეხვდა.

„ეს რა მაგარი კაცი გყოლია“, – უთხრა „ნინძამ“ „მანქანას“ საბაზე, შემდეგ კი ლაზიშვილთან მივიდა: „ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და მთელი ქვეყანა გელოდება“.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის პოლიციამ დვალიშვილსა და ლაზიშვილს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ ხუთ პირს კი 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და 300 000 დირჰემის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე იასპარეზებენ. მერაბი მარლონ მორაესს დაუპირისპირდება, ხოლო საბა უმარ ნურმაგომედოვს ჩაანაცვლებს და ურაია ფეიბერს შეხვდება.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს“ - ახალგაზრდა კაცი ავარიას ემსხვერპლა

🎥 ზოდიაქოს რომელ ნიშანზე იმოქმედებს 24 ნოემბრის სავსემთვარეობის ენერგიები ყველაზე მეტად? - მარიამ შუკაკიძის პროგნოზი

🎥 ეკრანდამოკიდებულება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა - მნიშვნელოვანი რჩევები მშობლებს

✕