Digest Logo

საბა საზონოვი „ემპოლიში“ ითამაშებს - იტალიური მედია

1724751093
საბა საზონოვი

„ტორინოს“ ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ერთწლიანი იჯარით „ემბოლიში“ გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, „ემპოლი“ და „ტორინო“ იმედოვნებენ, რომ მალე დახურავენ მსხვილ გარიგებას, რომლის მიხედვითაც, საბა საზონოვი და პიეტრო პელეგრი ტოსკანურ კლუბში გადავლენ, „ემპოლიდან“ კი, „ტორინოს“ სებასტიან ვალუკევიჩი შეუერთდება.

„ორივე მოთამაშემ (საბა საზონოვი და პიეტრო პელეგრი) უკვე განაცხადეს თანხმობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წლის აგვისტოს ბოლოს შეუერთდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიხარია ამ გოგოს ბედნიერება“ - მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ

🎥 „შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, ყველა შენს გვერდზე ვართ“ – ხვიჩა კვარაცხელია დათი ქოქრაშვილს ამხნევებს

⭕ვახტანგ ახობაძეს ბინა აჩუქეს