Digest Logo

საბერძნეთის ნაკრების წევრები: კვარაცხელია მაღალი ხარისხის მოთამაშეა, მაგრამ ჩვენც გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები

1711092328
საბერძნეთის ნაკრების წევრები:

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ყაზახეთთან გამარჯვების (5:0) შემდეგ ისაუბრა.

მან კომენტარი საქართველოს ნაკრებთან მომავალ ფინალზეც გააკეთა.

„საქართველოს ნაკრები ყაზახეთის მსგავსად დაცვაში 3-კაციანი სისტემით თამაშობს. ფინალში მათ განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ. რთული თამაში გველოდება, მაგრამ ასევე იქნება მათთვისაც. არანაირი საბაბი არ გვაქვს, გუნდში არ არის ტრავმები და კარგად ვართ. ფინალის მოსაგებად საჭიროა ფინალში ითამაშო, ჩვენ კი იქ ვართ“, - აღნიშნა პოიეტმა.

ასევე, კომენტარი გააკეთა საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა ფოტის იოანიდისმა, რომელმაც ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ერთი სული გვაქვს, რომ ფინალში ვითამაშოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ოცნებაა და თუ ასე ვითამაშებთ, მიზანს მივაღწევთ. ფეხბურთელებს ინდივიდუალურად არ ვუდგებით, კვარაცხელია მაღალი ხარისხის მოთამაშეა, მაგრამ ჩვენც გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები ასეთ მეტოქეებთან სათამაშოდ“, - განაცხადა იოანიდისმა.

საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გეორგიოს მასურასმაც ისაუბრა მომავალ ფინალზე.

„საქართველოსთანაც ერთობით უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. გასახდელში ბევრი არ გვიზეიმია, რადგან წინ კიდევ ერთი თამაშია და ზედმეტი ზეიმის უფლება არ გვაქვს. ფინალში 100%-ით კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც გავიხაროთ და ჩვენმა გულშემატკივარმაც“, - აცხადებს გეორგიოს მასურასი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდა

🎥 „საქართველოს გაუმარჯოს, მე ვარ საქართველო“- ბუდუ ზივზივაძის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

⭕ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“