Digest Logo

საბერძნეთის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა და ევრობასკეტზე მესამე ადგილი დაიკავა

1757878722
საბერძნეთის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

ევრობასკეტზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებმა ფინეთი 92:89 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა. ფინელები ბევრს ეცადნენ და მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე, როცა 3 ქულას აგებდნენ, გათანაბრების შანსი მიიღეს, თუმცა ვალტონენმა 3-დან მხოლოდ 2 საჯარიმო გამოიყენა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბერძენთა რიგებში საუკეთესო 30 ქულით, 16 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით იანის ანტეტოკუნმპო იყო, 20 ქულა ჰქონდა ტაილერ დორსის, ხოლო 15 – ვასილეიოს ტოლიოპოლუსს. ფინელთა ლიდერმა, ლაური მარკანენმა მატჩი 19 ქულით დაასრულა.

საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს ისტორიაში მესამედ დაეუფლა, აქამდე ამ გუნდმა ამის გაკეთება 1949 და 2009 წლებში შეძლო. 2005 და 1987 წელს ბერძნები კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 1989 წელს მეორე ადგილზე გავიდნენ.

22:00 საათზე 2025 წლის ევრობასკეტის ფინალური მატჩი დაიწყება თურქეთსა და გერმანიას შორის. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნინო ჩხეიძე ქართულ ტანისამოსში პოზირებს - „ულამაზესი გოგო“

🎥 „სულ ვფიქრობდი ახალციხეზე, რომ დავბრუნდებოდი თუმცა ამ სტატუსით არ მიფიქრია“ - ვარლამ წიკლაური

⭕„იმოქმედეთ და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენში...“ - რა უნა გავითვალისწინოთ 21 სექტემბერს, მზის დაბნელების დროს

წყარო: 1tv.ge