Digest Logo

„იმოქმედეთ და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენში...“ - რა უნა გავითვალისწინოთ 21 სექტემბერს, მზის დაბნელების დროს

1757861522
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 21 სექტემბერს მოსალოდნელ მზის დაბნელებაზე და მის მნიშვნელობაზე წერს:

„გვიახლოვდება მზის დაბნელება.

დღეს ფაქტობრივად, დაბნელებების დერეფნის შუა წერტილში ვართ და ამიტომ ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის.

მიაყურადეთ, იყავით მეტად ყურადღებით გარკვეული სამყაროსეული მინიშნებების მიმართ და იცოდეთ, რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება ექვემდებარება დაკორექტირებას, ასე რომ გაიაზრეთ, იმოქმედეთ და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენში ან გარემოში.

მზის დაბნელების ტენდენციებზე მალე მოგიყვებით, მანამდე კი გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას მზის დაბნელებების თემაზე.

ჩინურ მითოლოგიაში თვლიდნენ, რომ მზის დაბნელების დროს მას გიგანტური დრაკონი შთანთქავდა. ადამიანები გამოდიოდნენ გარეთ ურტყამდნენ დოლებს, რათა დრაკონი შეეშინებინათ და მზე დაეხსნათ.

ინდუსებს კი სჯეროდათ, რომ ცაში დაფრინავდა დემონი რაგუს მოჭრილი თავი, რომელიც მზეს ყლაპავდა, მაგრამ ის ისევ ჩნდებოდა, რადგან დემონს სხეული არ ჰქონდა.

ძირძველი ამერიკელი ჩოკტოს ხალხი ოკლაჰომაში დარწმუნებული იყვნენ, რომ მზეს შავი ციყვი ფუნილუსა შთანთქავდა, რომელსაც ასევე ხმაურით აშინებდნენ.

ინდიელი პომოს ტომი თვლიდა, რომ მზის გამტაცებელი დათვი იყო.

სლავებს მიაჩნდათ, რომ მზეს მაქცია ყლაპავდა.

აი ძირძველი ციმბირის მცხოვრებლები კი მზის გაქრობაში ვამპირებს ადანაშაულებდნენ“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო...“ - 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

⭕„არასდროს ინანო შენგან გაკეთებული სიკეთე...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ყველაზე კომფორტული პერიოდი სწორედ ახლაა...“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე