Digest Logo

„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა...ჩემო აფხაზეთო, რა ვერ გამოვისყიდეთ ასეთი, ეს რა ტანჯვაა“ - რას წერს ჟურნალისტი

1736150268
აფხაზეთის ტრაგედია

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ჟურნალისტი სალომე გოგოხია ეხმაურება.

როგორც ჟურნალისტი წერს, ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა კი მის სანახავად იყო წასული.

„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა… ერთი მაინც გადარჩენილიყო, რა მოხდებოდა.

ჩემო აფხაზეთო, რა ვერ გამოვისყიდეთ ასეთი, ეს რა ტანჯვაა. არ მეგულება სიტყვა, რით შეიძლება ანუგეშო მშობლები. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მათ…“, - წერს სალომე გოგოხია. 

ინფორმაციისთვის, 5 იანვარს, დილით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი - ერთი ოჯახის დედმამიშვილები დაიღუპა.

6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამთენიისას ოკუპირებულ აფხაზეთში, სიკვდილის ჩიტებმა, ერთი ოჯახის ხუთი წევრი… ხუთი მძინარე ბავშვი გასტაცეს ბებიას... მაშინ თავად სიკვდილი როგორ არ მოკვდა?!“- თათია ზუხბაია

⭕ პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის

⭕„ტკივილით სავსე დღე… თავზარდამცემი დილა და დანგრეული ბედნიერება… 3 წელი გავიდა ნიკა უშენოდ“ – ნინო ბერიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს