ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და პლატფორმა „ტიკტოკზე“ მოქალაქე მაკა ტოხიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომლის განცხადებითაც იგი საქართველოს ახალგაზრდა ელჩია კანადაში და პოლიტიკურ შეფასებებს უზიარებს საზოგადოებას, თითქოს, „კანადა გადააფასებს ურთიერთობებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან“.
„უკაცრავად… რა შუაშია „მე როგორც ახალგაზრდა ელჩი”?!
უი, ეტყობა, ეს ახალგაზრდა ელჩია და არსებობს კიდევ მეორე, ძველგაზრდა ელჩი. და კიდევ ერთი, როდის მერე გახდა ელჩის მოვალეობა უცხო სახ-ოს განცხადებების ტექსტის კითხვა კომენტარების, დიპლომატიური შეფასებების და საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის დაფიქსირების გარეშე?!
ეს ელჩია თუ დიქტორი?! სად პოულობთ, როგორ ბედავთ და ვის აკადრებთ ასეთ „დიპლომატებს”?!…“, - წერს ხათუნა ხოფერია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნოემბერი თვის თმის შეჭრის კალენდარი
⭕ „წვიმა, თოვლი და ქარბუქი“- საქართველოში ამინდი უარესდება!
⭕ შორენა ბეგაშვილს „ჰერმესის“ ძვირად ღირებული ჩანთა აჩუქეს - რა რეაქცია ჰქონდა მოდელს