Digest Logo

🎥 „სად ვმთავრდები მე და სად იწყება სხვა ადამიანი... ადვილად ურღვევენ საზღვრებს, იტანჯება და აქვს დაბალი თვითშეფასება“ - ნუგზარ ძიძიგური ფსიქოლოგიურ საზღვრებზე

1773309989
ნუგზარ ძიძიგური

პიროვნული საზღვარი (personal boundary) ნიშნავს იმ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზღვარს, რომელიც განსაზღვრავს რას ვუშვებთ ჩვენს ცხოვრებაში, როგორ უნდა მოგვექცნენ სხვები, სად მთავრდება ჩვენი სივრცე და იწყება სხვისი.

პიროვნული საზღვრების ძირითადი ტიპებია: 

1️⃣ ფიზიკური საზღვარი

2️⃣ ემოციური საზღვარი

3️⃣ ინტელექტუალური საზღვარი

4️⃣ დროისა და ენერგიის საზღვარი

5️⃣ მატერიალური საზღვარი

6️⃣ სექსუალური საზღვარი

პიროვნულ საზღვრებზე ვრცლად პიროვნული განვითარების ტრენერი ნუგზარ ძიძიგური „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ საუბრობს. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როცა ვსაუბრობთ საზღვრებზე, ის ბევრნაირია. არსებობს სახელმწიფო, პიროვნული, ფსიქოლოგიური... ჩამოყალიბებულ ქვეყნებს აქვთ ჩამოყალიბებული საზღვრები. ასევე არის პიროვნებაც. თუ პიროვნება ჩამოყალიბებულია, მას ჩამოყალიბებული პიროვნული საზღვრები აქვს. 

როგორ და რატომ ხდება ეს? 

საზღვრების დარღვევაც არსებობს, ზოგი ნაწილობრივ არის ჩამოყალიბებული, ზოგი სრულად. ბევრი ნიუანსია, მაგრამ დარღვევები სხვადასხვანაირია: შევიწროებული, გაფართოებული, ათქვეფილი, სიმბიოზური... 

პიროვნული საზღვრები პასუხობენ კითხვას: სად ვარ და სად არ ვარ, სად ვმთავრდები მე და სად იწყება სხვა ადამიანი.

პიროვნული საზღვარი პასუხობს კითხვას: სად არის ჩემი აზრები, ემოციები, სურვილები, ქმედებები და სად არის სხვისი. 

ადამიანი, რომელიც არის პიროვნულად ჩამოყალიბებული, მას სხვა შეგრძნებები და ხედვები აქვს ცხოვრებაში. ჩამოუყალიბებელი კი არის ბავშვის მდგომარეობაში, მის ცხოვრებაში ბევრი წყენა და გაურკვევლობაა. 

დროის საზღვარი - ესეც ჩამოუყალიბებლობის ნიშანია. არსებობენ ადამიანები, ვისაც დროც აქვს, სივრცეც, მაგრამ ამბობს, დრო არ მაქვს, ეს არის თვითმოტყუება.

სად ვმთავრდები მე და სად იწყება სხვა ადამიანი... ჩამოუყალიბებელს ფსიქოლოგიური საზღვრებით აქვს დაბალი თვითშეფასებაც და ადვილად ურღვევენ საზღვრებს, ან აქვს სურვილი ვიღაც სხვას დაურღვიოს. შედის ნეგატიურ როლებში და იტანჯება, ანუ მისი ცხოვრების ხარისხი არის ძალიან დაბალი. ასეთი ადამიანი კი თვითრეალიზაციას ვერ მოახერხებს“, - ამბობს ნუგზარ ძიძიგური.          

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 როგორი იქნება მარტი მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანებისთვის - თიკა ქოქაშვილის პროგნოზი

„არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობდა, მისდამი სითბოთი და სიყვარულით არ განმსჭვალულიყო“ - ილია ვეკუას სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„ახლო აღმოსავლეთში ომი „ტაქტიკურ ატომურ ქობინამდე“ მივა! რისკები ძალიან მაღალია“ - რას პროგნოზირებს გიორგი ლობჯანიძე