Digest Logo

„არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობდა, მისდამი სითბოთი და სიყვარულით არ განმსჭვალულიყო“ - ილია ვეკუას სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, სამძიმრის წერილს აქვეყნებს

1773305163
ხათუნა ჩიგოშვილი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის თანამშრომელი ხათუნა ჩიგოშვილი გარდაიცვალა. 

სკოლის ადმინისტრაცია გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს:

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო თანამშრომლის, ერთგული მეგობრისა და ძალიან კარგი ადამიანის, ხათუნა ჩიგოშვილის გარდაცვალების გამო.

ძნელია ამ დროს სიტყვების მოძებნა, როცა ახალგაზრდა, ენერგიულ, პოზიტიურ და საყვარელ ხათოზე ვწერთ.

საოცარია, როგორ ახერხებდა ყველასათვის თანაბარი ყურადღების განაწილებას და უზარმაზარი კოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვებას. არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობდა, მისდამი სითბოთი და სიყვარულით არ განმსჭვალულიყო. ჩვენი ხათო სკოლაში შემოსულ ყველა ადამიანს ღიმილით ეგებებოდა. ის ყველას უყვარდა. ხათო ძალიან დააკლდები სკოლას, შენ ხომ ჩვენი დიდი იმედი და სკოლის ერთგული იყავი.

ვუსამძიმრებთ ამ უდიდეს დანაკლისს მის ოჯახს, საყვარელ ქალიშვილს, მეგობრებსა და ახლობლებს. ხათო სულ გვემახსოვრები. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

დაკრძალვა შაბათს, მისამართი: ისანი, ხათუნა ჭიჭინაძის ქ# 9“, - წერია სამძიმრის წერილში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ახლო აღმოსავლეთში ომი „ტაქტიკურ ატომურ ქობინამდე“ მივა! რისკები ძალიან მაღალია“ - რას პროგნოზირებს გიორგი ლობჯანიძე

„იმედგაცრუება, ეჭვები ან სურვილი, შევცვალოთ გეგმები...“ - როგორ ასტროლოგიურ განწყობას ქმნის კოსმოსური კონფიგურაციები 12 და 13 მარტს?

🎥 On Replay- „ბზიკების“ საკონკურსო სიმღერა ევროვიზია 2026-ზე