Digest Logo

„ახლო აღმოსავლეთში ომი „ტაქტიკურ ატომურ ქობინამდე“ მივა! რისკები ძალიან მაღალია“ - რას პროგნოზირებს გიორგი ლობჯანიძე

1773304011
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე საუბრობს და საკუთარ პროგნოზს გვიზიარებს:

„ახლო აღმოსავლეთში ომი „ტაქტიკურ ატომურ ქობინამდე“ მივა!

მიმდინარე კონფლიქტის გაგრძელების რამდენიმე სცენარია მოსალოდნელი და ამ პოსტში ხაზგასმით ვისაუბრებ არსებულ რეალობაზე:

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებით ,,ამერიკამ ომი მოიგო”, ომი დასრულებისკენ მიდის!
რას ნიშნავს ომის დასრულებისკენ წასვლა და რომელი სცენარები იქნება გაწერილი მის მიღმა?

ეს განცხადება, როგორც მე და ჩემი კოლეგა ექსპერტების აზრით ითქვა არის იქიდან გამომდინარე, რომ რაკეტსაწინააღმდეგო მარაგი დროთა განმავლობაში იწურება, ამიტომ არაა გამორიცხული, ამ ხაზით ეს ომი დროებით გაიყინოს, რაც დასავლური მხარის ინტერესშიც შედის.

მეორე ვარიანტში, იმისთვის რომ აშშ - ისრაელის კოალიციურმა შენაერთებმა შეძლონ ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის სრული დესტაბილიზაცია, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სახმელეთო ბრძოლის დაწყება, რაც ამჟამინდელი მოცემულობით პრაქტიკულად შეუძლებელია.

უშუალოდ დღევანდელი ვითარებით, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ ირანის საკმაოდ ბევრი ქალაქი ყოველდღიურად იბომბება, მათი სარაკეტო პოტენციალი, + ჰორმუზის სრუტის სრული ფლობა, პროქსი ძალების დახმარება (ჩინეთთან ერთად) და 86 წლის მოუძლურებული აიათოლას შეცვლა გაცილებით ახალგაზრდა კადრით ირანის პოზიციების მორყევაზე კი არა გამყარებასა და გაძლიერებაზე მეტყველებს.

საინტერესოა, თუ ეს ომი გაიყინა და ირანი განაგრძობს სვლას, რამდენად ჩათვლის ამერიკის სენატი ამ ოპერაციას წარმატებულად? ...

ირანს რა სახის არსენალიც მიწის ზედაპირზე აქვს, მკვეთრად მეტი შეიარაღება მიწის ქვედა საფეხურებზე გააჩნია და ეს არახალია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გუშინაც, ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ჩინური ტანკერები მარაგდებიან ნავთობპროდუქტებით, აშშ-ს ყველა მოკავშირისთვის ბაზა დახურულია!

ეს კი არნახულ ეკონომიკურ ქაოსს ბადებს! რაც აშშ-სა და ისრაელს უბრალოდ არ აწყობთ ...

ირანის ამჟამინდელი რეჟიმის შენარჩუნებით, ატომური ქობინების დამზადების პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება, ეჭვიც არავის შეეპაროს და ირანს ექნება არგუმენტი - ,,თავდაუსხმელობის იარაღად“ ...

შესაბამისად, თუ ვერ მოხერხდა როგორმე ირანული ძალების დესტაბილიზაცია აშშ-ისრაელის მხრიდან და სამხედრო ოპერაციის დაწყება ან ქვეყნის შიგნით გადატრიალება, მაშინ ეს სამი სახელმწიფო ეგზისტენციალურ კრიზისში დარჩება ერთმანეთთან.

ისრაელისთვის კი არანაკლებ ბინძური „დიდი სიონური რეჟიმის“ გასავრცელებლად იარსებებს მხოლოდ ერთი გზა, ატომური ომით ან ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით ირანის გაწირვა.

ეს ჭეშმარიტებაა, ეს ელემენტარული ლოგიკაა, ხოლო აღნიშნული რა დროში იქნება, როდის და როგორ ამაზე სიტუაციისამებრ ვისაუბრებ და მოგაწვდით ინფორმაციებს.

ხშირად, მითქვამს, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში ატარებს რელიგიურ ხასიათს!

ყოველთვის ასე იყო, რომ უკანა პლანზე იდგა ეკონომიკური ინტერესები, ეს დასავლეთში არ ესმით, თორემ იქ კარგად უწყიან!

ნებისმიერი ადამიანი, ვინც გათვითცნობიერებულია ამ ომში და არ უყურებს მხოლოდ აისბერგის წვერს, არამედ, საფუძვლიანად იცის რა ხდება, როგორც ფილოსოფიურ, ისე სამხედრო ნიადაგზე, მიხვდება რომ ამ ომში მეტი სხვა სცენარი ფიზიკურად არ არსებობს!

შესაძლოა, თუნდაც დროებითი ზავი ჩამოვარდეს, მაგრამ სანამ ირანის და ისრაელის კონკრეტულად ეს რეჟიმები არსებობენ და ვერ ხერხდება სამხედრო ან შიდა დესტაბილიზაცია - ატომის რისკები ძალიან მაღალია!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იმედგაცრუება, ეჭვები ან სურვილი, შევცვალოთ გეგმები...“ - როგორ ასტროლოგიურ განწყობას ქმნის კოსმოსური კონფიგურაციები 12 და 13 მარტს?

🎥 On Replay- „ბზიკების“ საკონკურსო სიმღერა ევროვიზია 2026-ზე

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს