Digest Logo

🎥 „საერთოდ აღარ გვაქვს ემოცია, ეს იყო 2-3 წუთში გამოშვებული მთელი ერის დაგროვებული ყველა ემოცია...“ - დათო ლიკლიკაძე

1711607480
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ საქართველოს ნაკრების წარმატებული მატჩის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქუთაისში საოცარი ემოციები ტრიალებდა.

„საერთოდ აღარ გვაქვს ემოცია, ეს იყო 2-3 წუთში გამოშვებული მთელი ერის დაგროვებული ყველა ემოცია და ამოვხეთქეთ ერთიანად.

სასწაული ხდებოდა ქუთაისში, სავსე იყო ქალაქი.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალი წელი იყო ყველას სუფრა ჰქონდა და იყო ფეიერვერკი. ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს, ნაცი, ქოცი ყველა ერთმანეთს კოცნიდა“, - ამბობს ლიკლიკაძე. 

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕„ყოველ წვიმიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა...ერთხელ, მიკროავტობუსის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო“- რას წერს მეზობელი ნიკა კვეკვესკირზე

⭕ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - კადრები, ნათლობის ცერემონიიდან

⭕„მთელი ჩემი 13 წლის განმავლობაში არ მინახავს ქართველი ხალხი ასე გაერთიანებული… არავის ვიცნობდი და ყველა ჩემი მეგობარი იყო…“ - ვაჩე ღვინიაშვილი