საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ქართველ ფეხბურთელებზე სოცქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ნაკრების ფეხბურთელებო, კეთილი ინებეთ, გამობრძანდით და ყველამ თქვით ვინ საიდან ხართ, თუ არა დავხოცეთ ხალხმა ერთმანეთი.
სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ კუთხური სეპარატიზმი, რომელიც უკვე ღვივდება ქვეყანაში!“,- წერს დათო ლიკლიკაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - კადრები, ნათლობის ცერემონიიდან