Digest Logo

„საფანოვის და ზაბარნის შორის დაძაბულობა? - სპორტი აერთიანებს“ - რას ამბობს ლუის ენრიკე გუნდში რუსი და უკრაინელი ფეხბურთელის ერთად ყოფნაზე

1755786002
ლუის ენრიკე

დღეს, 21 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე „პსჟ-ს“ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს გუნდის რუსი მეკარის, მატვეი საფონოვისა და უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ურთიერთობაზე ჰკითხეს.

მისი თქმით, სპორტი ყველაზე კარგი რამაა ადამიანების გასაერთიანებლად:

„რუსეთ-უკრაინის ომი და დაძაბულობა საფანოვსა და ზაბარნის შორის? - სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, საუკეთესო საშუალებაა ადამიანების გასაერთიანებლად.

ვფიქრობ, სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგანან“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ზაბარნი გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა და სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა, სადაც „პსჟ-მ“ ნანტი 0:1 დაამარცხა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

⭕„მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება“ - კომპანია „ნეოტექი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕„რა საშინელებაა, ანგელოზივით ბავშვია“, „ასეთი სილამაზე არ უნდა ქრებოდეს...“ სიკვდილში და თანაგრძნობაშიც კი გარეგნობა წინა პლანზეა“ - ვის აკრიტიკებს მაია ბუწაშვილი

წყარო: lagazzetta.ge