Digest Logo

საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

1674206503
გარდაცვლილი ბიჭები

20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

👉 „მარინამ ცეცხლის ხაზზე იარა, გმირულად, საკუთარი პროფესიის ერთგულებით, სიცოცხლის გადასარჩენად!“ - ვინ არის სასწრაფოს ექიმი, რომელიც საგარეჯოში დაჭრილებს ეხმარებოდა

გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი, პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.

ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.

რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბედს, რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა“ - ია ფარულავა

🔵„ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა“ - თავდამსხმელის ახლობელი

🎥 „მისახმარებლად რომ მივიდა ჩემი შვილი, მეც დამაყარაო და ვინც მოსდევდა გვერდზე, ის მოკლა“ - საგარეჯოში დაჭრილი მოქალაქის დედა