Digest Logo

„მარინამ ცეცხლის ხაზზე იარა, გმირულად, საკუთარი პროფესიის ერთგულებით, სიცოცხლის გადასარჩენად!“ - ვინ არის სასწრაფოს ექიმი, რომელიც საგარეჯოში დაჭრილებს ეხმარებოდა

1674215711
 მარინა იმნაძე-კუჭუაშვილი

20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი. გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი - ნოდარ ათუაშვილია.

⭕„აქ არ მოასვენონ ცხედარი, თუ უნდათ, ნაგავში გადააგდონ!“ - ახალი დეტალები თავდამსხმელის შესახებ

ამ ტრაგედიის დროს, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ერთ-ერთი ექიმი - მარინა იმნაძე-კუჭუაშვილია.

👉 საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დაჭრილების გადასარჩენად, ექიმი პირდაპირ ცეცხლის ხაზზე მოძრაობდა.

„ცეცხლის ხაზზე იარა, გმირულად, საკუთარი პროფესიის ერთგულებით, სიცოცხლის გადასარჩენად. მარინა ასეთია, საუკეთესო ექიმი, დედა, ბებია, მთელი საგარეჯოს იმედი“,- ამბობენ ადგილობრივები.

თავად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი მძიმე ღამის შესახებ კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბავშვებთან ერთად დაწოლილი მოვხოხავდით... არც ვიცოდი საიდან ისროდა“ - ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე

⭕ქალის მდგომარეობა მძიმეა - საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს

⭕🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

⭕გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა