
მსახიობი როლანდ ოქროპირიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც კოლეგა, ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა.
წამყვანის დასმულ კითხვას: ლიკა ქავჟარაძემ თქვენს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა? - მან ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა კი. გადაღებაზე მოხდა ამბავი, იქ შევხვდით ერთმანეთს, საიდანაც დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მქონდა ამის ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი მასთან ახლოს, დამესვა ნებისმიერი კითხვა და იქიდანაც გულწრფელ პასუხებს ვიღებდი. საინტერესო და კეთილი ადამიანი იყო. არა მარტო ვიზუალი, შემკული იყო კარგი თვისებებით. ძალიან განვიცადე, რომ ასეთნაირად, გამოუყენებლად, ნაკლულად წავიდა ამ ქვეყნიდან. მომიყვა, როგორი ძნელი იყო ამ სილამაზის ტარება, 14-15 წლის რომ გავხდიო. ვწუხდებოდი და მეშინოდაო, თუ კი ვინმე მამაკაცი იყო მე მომყვებოდა და ყველა ცდილობდა თავის ღირსება წარმოეჩინა ჩემთანო. ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინე, მივხვდი რთულია. რაღაც კუთხით პარალელი ჩემ თავთანაც მქონია“, - ჰყვება როლანდ ოქროპირიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: