Digest Logo

🎥 „სულ მეგონა ჩხირი უნდა ვიყო იმისთვის, რომ ლამაზი ვიყო... “ - რას წერს ნანკა გვარი?

1740509062
ნანკა გვარი

მსახიობი ნანკა გვარი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

ცოტა ხნის წინ იგი საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე საუბრობდა, ახლა კი აქვეყნებს კადრებს, სადაც წონაზე საუბრობს:

„აქ გაჩვენებთ ჩემს ორ ვერსიას. ერთი არის 50 კილოიანი სევდა, მუდმივად გაღიზიანებული, ნერვებზე მყოფი, ფეთქებადი, უენერგიო ობიექტი, მაგრამ სამაგიეროდ XS ზომას იცმევდა. და უხაროდა, უბრალოდ ღიმილი ეზარებოდა. მეორე 58 კილოიანი ღიმილა გოგო, რომელიც ჭამს, ერთობა, ენერგია აქვს ულევი, ძალა იმხელა, რომ ფლოკის კორმის ყუთების ატანაში დახმარება აღარ უნდა.

ამათ ორივეს, ერთი მიზანი აქვთ. მაგრამ ერთს თავისი თავისთვის ტოქსიკური გზა აქვს არჩეული და მეორეს ჯანსაღი. სულიერ სიმშვიდეზე ძალიან მეტყველებდა ჩემი შეხედულება სილამაზეზე, სულ მეგონა რომ უნდა ვიყო ჩხირი იმისთვის რომ ლამაზი ვიყო. მაგრამ თან ფორმები მინდოდა მქონოდა შევსებული. ეს ორი ერთად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემი ანატომიური აგებულებისთვის. ამიტომ დავიწყე ჭამა (ძალიან მეშინოდა) და ახალი გასაღები ვიპოვე ბედნიერების საწყობისთვის. და ეს გასაღები ისაა, რომ სულ ფეხებზე მკიდია რამდენი გრამით მეტი ვარ სასწორზე, იმიტომ რომ სარკეში რომ ვიხედები ვიღიმი! და მომწონს ჩემს წინ რომელი სილუეტიც დგას და კი, ეს ჩემს გონებაზე კიდევ ერთი გამარჯვებაა!!! პ.ს S ზომაზე გადავედი. მაგრამ მაინც ვეკვეტები xs ტოპებში“, - წერს ნანკა გვარი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka Gvari (@nanka.gvari)

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ქედს ვიხრი მათ წინაშე...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ ხორცპროდუქტები?! - სპეციალისტის რჩევები

⭕„ჩემი ერთი წლის გოგო...“ - თათია თექთურმანიძე ქალიშვილს იუბილეს ულოცავს