Digest Logo

საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

1629788444
კონსტიტუცია

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეყდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.

საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს.

„დღეს ქართული სახელმწიფო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს, რომელმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში. ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და გამთლიანებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ცოტნე მომიკლეს... მომიკლეს განზრახ... შვილი მომიკლა ორი შვილის მამამ, რომელსაც არც მონანიება და არც სინანული უგრძნია...“

🔵როგორ ვძლიოთ კოვიდის შემდეგ სისუსტეს და უღონობას და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი - რჩევები ექიმისგან

🔵გიგი უგულავას ყოფილი ცოლი, ლელა კილაძე, ყოფილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - „მიყ­ვარ­ხარ სა­მუ­და­მოდ...“