ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, მსახიობი ნათია სოყურაშვილი გამოიკითხა.
სოყურაშვილი 26-29 სექტემბერს ჩატარებული სემინარის მონაწილეა.
როგორც მან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლის შეკითხვები საქმის დეტალებს ეხებოდა, რაზედაც მედიასთან გაუთქმელობის პირობის გამო ვერ ისაუბრებს. შეგახსენებთ, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 55-წლიანი სიყვარულის საოცარი ისტორია და გივიკო დიდიას მოგზაურობა ოზურგეთში
🎥 კოტე მახარაძე 97 წლის გახდებოდა დღეს - ლეგენდარულ მსახიობსა და კომენტატორს ოჯახი იხსენებს
🔵უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა