„მძიმე კონტაქტური ბრძოლებია მთლიანად ფრონტის ხაზზე და შეტევითი ოპერაციები განსაკუთრებულად მძიმეა“, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
ამავე ცნობით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
მამულაშვილის თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია.
„ველაპარაკე სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელს, მითხრა, რომ დასტაბილურებულია დაჭრილების მდგომარეობა, ანუ ბიჭები გადარჩებიან, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
მძიმე კონტაქტური ბრძოლებია მთლიანად ფრონტის ხაზზე და შეტევითი ოპერაციები განსაკუთრებულად მძიმეა. იმიტომ, რომ მთელი პოტენციალის გამოყენება გვიწევს და, სამწუხაროდ, აი, ასეთი ფაქტით დასრულდა ბოლო შეტევა“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში მებრძოლი კიდევ 2 ქართველი დაიღუპა
🔵რატომ მოკლეს 18 წლის ბიჭი - დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები