Digest Logo

„სახეზე უყურებდა და საფლავზე ბალახებს ისე თხრიდა, თითქოს კაბაზე ამოწეწილ ძაფებს აცლიდა...“- რას წერს გიორგი კეკელიძე

1714979831
გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს წერილებს მისი ბავშვობიდან, ამჯერადაც იგი ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.

„მე ზუსტად ვიცი, რომ მკვდრებს
წოლა ბეზრდებათ მალე -
როცა ადამიანი ხარ, ძნელია სიკვდილის მოთმენა.
ბეზრდებათ წოლა და საფლავიდან იპარებიან.
როცა ჩვენ მათთან მივდივართ,
ისინი, სადღაც დამალულები,
ზურგიდან გვიყურებენ
და ეღიმებათ.

მამიდაჩემი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ყოველ კვირა საღამოს, ბებიაჩემს მის სასაფლავთან რომ მივყვებოდი, დაღლილი მარმარილოები ჩამავალი მზის პასუხად უხერხულად ელავდნენ.

მარმარილოებს ღამე უყვართ. რატომღაც. ღამით ყველა სურათი ჭაღარავდება. ბავშვებიც კი. ეგ არის მარმალოზე დატანილი ფოტოს უცნაური თვისება.

ბებიაჩემი კი არასდროს უცდიდა ღამეს. მას ეკა შავი თმებით ერჩივნა. „ეკას კლასელებისგან“.

სახეზე უყურებდა და საფლავზე ბალახებს ისე თხრიდა, თითქოს კაბაზე ამოწეწილ ძაფებს აცლიდა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ვხედავდი ერთ ავ ქალს, უცნაური მზერა რომ ჰქონდა, თარსი და მიკვირდა, ეგ რატომ იყო ცოცხალი და მამიდაჩემი არა.

მესიზმრებოდა კიდეც, რომ ღმერთს იმ ქალში მამიდაჩემს ვუვლიდი და მერე, გვიან, სიზმარშივე მივხვდი, რომ ცოცხლები არასდროს უცვლიან ადგილს მკვდრებს, თუნდაც მკვდრები ათასჯერ უკეთესები იყვნენ.

ეს არის სიცოცხლის უსამართლო უპირიტესობა“,- წერს გიორგი კეკელიძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში – წინაპართა ტრადიციები

⭕ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო - რა უნდა ვიცოდეთ

⭕🎥 „მამა გიორგის შეხვედრა დედასთან, 5 წლიანი განშორების შემდეგ, აღდგომის ღამეს...“- ნახეთ ემოციური კადრები