Digest Logo

„სახლიდან თავად გავაცილე... ეცვა ნაცრისფერი ზედა“ - ქუთაისი-ზესტაფონის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს ეძებენ

1722012846
დაკარგული დურუ

ქუთაისი-ზესტაფონის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს, დურუ ჩიხლაძეს ეძებენ. ინფორმაცია „დაიჯესტს“ დაკარგულის მეუღლემ დაუდასტურა.

როგორც დურუ ჩიხლაძის მეუღლე, მარი კვანტრიშვილი ჰყვება სამძებრო სამუშაოებში ზესტაფონისა და ქუთაისის პოლიციაა ჩართული. მისი თქმით, მეუღლე სახლიდან თავად გააცილა.

„დილის 10:17 საათზე ჩაჯდა მარშუტში, ამის შემდეგ ქრება. ეძებს ქუთაისისა და ზესტაფონის პოლიცია. სახლიდან თავად გავაცილე. ეცვა ნაცრისფერი ზედა, კრემისფერი შორტი და ეკეთა სათვალე, რომელიც სურათშიც ჩანს. ასევე ვერცხლის დიდი ჯაჭვი უკეთია. ამბობენ კამერებში ფიქსირდებაო და ქუთაისის ქუჩებში დადისო, თუმცა ჯერ ვერ ვპოულობთ“, - ჰყვება დაკარგულის მეუღლე, მარი კვანტრიშვილი.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:

597047430 -  მარი კვანტრიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - საოცარი შესრულება თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილისგან

🎥 „ასე ვემსახურებით ამას...სამზარეულოდან მიგვყავს სასტუმროში“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჭინჭარაული?

🎥 „ნუ მოკლავ გველხოკერას, მით უმეტეს, თუ გველების გეშინია“ - რა სარგებლობა მოაქვს გველხოკერას?