რუსთავი 2 ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო„ მაყურებელს დაემშვიდობა და სეზონი დახურა. გადაცემის წამყვანებმა და არხის წამყვანებმა, მსახიობებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ დასკვნით გადაცემაში მაყურებელს სიმღერების პოპური გაუზიარეს.
აღსანიშნავია რომ ისინი როგორი შესანიშნავი ტელეწამყვანები და მსახიობებიც არიან, არანაკლებ გამოსდით სიმღერაც და საშემსრულებლო ნიჭით არიან დაჯილდოებულები.
ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი კომენტარები დაიმსახურა:
„მიყვარხართ... საუკეთესო წამყვანები ხართ...თქვენ ერთად ქმნით სრულყოფილ გადაცემას“
„რა მაგრები ხართ, თიკა სასწაული შესრულებაა“
„ბენდიც როგორ კარგად შეარჩიეთ, საოცარია“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნუ მოკლავ გველხოკერას, მით უმეტეს, თუ გველების გეშინია“ - რა სარგებლობა მოაქვს გველხოკერას?